logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: საქართველო მუდმივად არის NATO-ს დღის წესრიგში!
- +

13 დეკემბერი. 2018. 02:08

 

 

„2018 წელი NATO-საქართველოს ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი იყო“, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

„გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. საქართველოს აქვს პროგრესი რეფორმების გატარების გზაზე და ეს შესანიშნავი პროგრესი NATO-მ არაერთხელ აღიარა. არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები მომდევნო წლებში დასრულდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შანსი და შესაძლებლობა.

 

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოში ჩამოვედი, მომავალ გეგმებზე მუშაობის დაწყებაა. მუშაობა ახალ იდეებზე, რომელიც მიგვიყვანს კონრეტულ შედეგამდე, ეს არის საქართველოს მოსახლეობის არჩევანი და ევროატლანტიკური მისწრაფება, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი, გახდეს ქვეყანა NATO-ს წევრი. გვაქვს ძალიან საინტერესო იდეები. მომავალ წელს ველოდებით ერთობლივ წვრთნებს, აქტიურად ვმუშაობთ ერთად შავი ზღვის უსაფრთხოებაზე . საქართველო მუდმივად არის NATO-ს დღის წესრიგში“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner