ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:
„sos!!!
ვიწყებ სერიას - ხელისუფლებავ, იცით თუ არა რომ!
დღეს მედიკამენტები ისევ გაძვირდა, 1 პაკეტი ზუმი შარშან ამ დროს ღირდა 50- 55 თეთრი, 2 კვირის წინ 75 თეთრად ვიყიდე, დღეს 95 თეთრი გადავიხადე, ეს ტკივილგამაყუჩებელია და იმისთვის მჭირდება, ჩემი ოჯახის 3 პენსიონერს ტკივილები დროებით მოუხსნა. სამკურნალო საშუალებებს კარგა ხანია აქ ვეღარ ვყიდულობ-თურქეთიდან მიგზავნიან, ბეტასერკი, რომელიც ჩემს სამივე ავადმყოფს სჭირდება აქ 20 აბი -25 ლარი ღირს, თურქეთში კი 17 ლარი ღირს 100 აბი...
მიხედეთ საბოტაჟნიკ "მეწამლეებს" და მოგვხედეთ ჩვენ!!!“ - წერს ნინო კვაჭანტირაძე.