logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: დიახ, ჩემი საათია - მელიას ვინმემ გადაცეს, რომ...
- +

13 დეკემბერი. 2018. 02:49

 

 

ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„დიახ, ჩემი საათია, რომელიც მაგიდაზე მუშტის დარტყმის გამო კი არა, მანდატურებთან ურთიერთობისას იატაკზე დაეცა. მელიას ვინმემ გადაცეს, რომ ეს ერთობ სიმბოლური ფაქტია. ჩემი საათი ამბობს, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ წამზომი ჩართულია!!! ფინალი ახლოვდება! საათს, რომელსაც საკუთარ ხელისგულზე ასე სათუთად გადაუღო ფოტო, ამჯერად მხოლოდ ეს დატვირთვა აქვს. ისე, ადამიანი მსგავსი ფოტოს გადაღებას და მერე გაზიარებას რომ გადაწყვეტს, ჩემში უკვე უფრო სიბრალულს იწვევს, ვიდრე გაბრაზებას და რაიმე სხვა, ნეგატიურ რეაციას. ცოდოა“, - წერს ინაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner