თბილისის მერიამ ვაკის სასაფლაოზე მისასვლელი ტროტუარი გააკეთა.
ტროტუარის დაგება დაახლოებით მეორე თვეა მიმდინარეობს, რამაც საკმაოდ გააიოლა ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება.
შეგახსენებთ, რომ ვაკის სასაფლაოსთან მისასვლელი ტროტუარი ფაქტობრივად არ არსებობდა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ფეხით მოსიარულეებს.