logo_geo
eng_logo
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
- +

14 დეკემბერი. 2018. 00:29

 

 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე.

 

ერთმანეთს BMW-სა და „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შემდეგ, ერთ-ერთი ავტომობილი ბორდიურზე ავარდა და სარეკლამო ბანერს შეეჯახა.

 

მომხდარის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ახალგაზრდა მამაკაცები ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) გადაიყვანეს.

 

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner