logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: გრიგოლ ვაშაძეს ვეტყვი, რომ დროა, ყველა პარტიამ პატივი სცეს ერთმანეთს
- +

14 დეკემბერი. 2018. 03:59

 

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი, რომელიც საქართველოში შეხვედრებს მართავს, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ხვდება. შეხვედრის წინ აპატურაიმ განაცხადა, რომ ვაშაძეს დიდი ხანია, იცნობს.

 

„პოლიტიკური მესიჯი, რაც მე მინდა გავაჟღერო გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრაზე და რაზეც სხვა პოლიტიკოსებთანაც ვისაუბრე, არის ის, რომ არჩევნები არის გამყოფი და მაღლა წევს პოლიტიკურ ტემპერატურას, მაგრამ ახლა დროა, ქვეყანა გაერთიანდეს, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი სცეს ერთმანეთს. მე მაინტერესებს მისი აზრი, რადგან უკვე მოვისმინე სხვა მხარის მოსაზრება. NATO-ს მოკავშირეებს სჯერათ, რომ საზოგადოების ყველა წევრი უნდა გაერთიანდეს. სწორედ ამიტომ ვაპირებ შეხვედრას არასამთავრობო სექტორთანაც, მათ შორის, მათთან, ვინც უმცირესობასთან მუშაობს. ჩვენ საზოგადოების ყველა ნაწილს უნდა მოვუსმინოთ“, – აღნიშნა აპატურაიმ ვაშაძესთან შეხვედრის დაწყებამდე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner