ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეტეორის წვიმას „გემინიდას“ დედამიწის მოსახლეობა პარასკევს ღამით დაინახავს. მთელი ჩრდილოეთის ნახევარსფეროში, თუ ამინდი იქნება შესაბამისი, შესაძლებელი იქნება მეტეორიტებზე დაკვირვება, რომლებიც საშუალოდ 120 კმ/სთ სიჩქარით „ჩამოვარდება“.
გემინიდას მეტეორის წვიმა წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ლამაზი „ვარსკვლავთცვენაა“. ამ წლის მეტეორის წვიმის მიზეზი დედამიწის მიერ ასტეროიდი ფაეტონის გზის ნაკვალევზე გავლაა. მატერიის ნაწილები, რომელსაც გზაში ტოვებს მეტეორიტი, დედამიწის ატმოსფეროში შემოვა.
ობსერვატორიაში imedinews-ს აცნობეს, რომ მეტეორის წვიმა საქართველოშიც გამოჩნდება, განსაკუთრებით ქალაქებისგან მოშორებულ ადგილას.