logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი: ძალიან მომეწონა დღევანდელი ინაუგურაცია - სადა, გემოვნებიანი, ემოციური, კარგად ორგანიზებული...
- +

17 დეკემბერი. 2018. 04:03

პორტალ „კვირას“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„ძალიან მომეწონა დღევანდელი ინაუგურაცია - სადა, გემოვნებიანი, ემოციური, კარგად ორგანიზებული...

 

მომეწონა სალომე ზურაბიშვილის სიტყვა...შეეხო ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თითქმის ყველა თემას.

 

მოეფერა ქართველ ხალხს და განსაკუთრებით სამხედროებს...საუკეთესო აზრი იყო ამ ისტორიულ დღეს ინაუგურაციაზე თავდაცვის სამინისტროს ვეტერანების მოწვევა - ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ქალის მათთან შეხვედრა იყო!

 

ჰო, კიდევ, საოცრად მოუხდა ეს ყველაფერი კახეთს - ულამაზეს სასახლეს, დათოვლილ მთებს.

 

ფიცის დადების ცერემონია, ჰიმნი, ქვემეხები და პოლიფონიური მუსიკა - ყველა დეტალი დამამახსოვრდა!

 

პატრიარქის მოფერებაც...

 

წარმატებებს ვუსურვებ რიგით მე-5 პრეზიდენტს. მუდამ ღირსეულად ემსახუროს ჩვენ ქვეყანას!“ - წერს ხოსიტაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner