პორტალ „კვირას“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ძალიან მომეწონა დღევანდელი ინაუგურაცია - სადა, გემოვნებიანი, ემოციური, კარგად ორგანიზებული...
მომეწონა სალომე ზურაბიშვილის სიტყვა...შეეხო ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თითქმის ყველა თემას.
მოეფერა ქართველ ხალხს და განსაკუთრებით სამხედროებს...საუკეთესო აზრი იყო ამ ისტორიულ დღეს ინაუგურაციაზე თავდაცვის სამინისტროს ვეტერანების მოწვევა - ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ქალის მათთან შეხვედრა იყო!
ჰო, კიდევ, საოცრად მოუხდა ეს ყველაფერი კახეთს - ულამაზეს სასახლეს, დათოვლილ მთებს.
ფიცის დადების ცერემონია, ჰიმნი, ქვემეხები და პოლიფონიური მუსიკა - ყველა დეტალი დამამახსოვრდა!
პატრიარქის მოფერებაც...
წარმატებებს ვუსურვებ რიგით მე-5 პრეზიდენტს. მუდამ ღირსეულად ემსახუროს ჩვენ ქვეყანას!“ - წერს ხოსიტაშვილი.