მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტი კვლავ საფრანგეთის მოქალაქეა სიმართლე არაა.
„დღეს არჩევანი გავაკეთე. ანუ, როგორც იცით მე აღარ მაქვს საფრანგეთის მოქალაქეობა, რამეთუ ასეთია კონსტიტუციით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნა. ახლა ვარ მხოლოდ და მთლიანად ქართველი….“ – ეს არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილია სიტყვები და გავრცელებული ინფორმაცია არის „fake news”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის პრესამსახური ავრცელებს.