logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური
- +

20 დეკემბერი. 2018. 16:37

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დავით კირკიტაძისთვის სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მეზვრიშვილმა ასევე უპასუხა კითხვაზე, არის თუ არა ქვეყანაში შერჩევითი სამართალი.

 

„ვიცი, რომ ეს გადაწყევტილება შეიძლება ყველას არ მოეწონოს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - დავით კირკიტაძეს ბრალი ედება კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში. კადრები საზოგადოებამ კარგად იხილა. დღევანდელი აღკვეთის ღონისძიება, როგორც ვიცი, პატიმრობა შეეფარდა, არ არის ამ საქმის დასასრული, ეს არ არის განაჩენი. დაველოდოთ, შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც ჩემთვის ცნობილია, პატიმრობის გამოყენების კონკრეტული საფუძვლები არსებობდა და ამ საფუძვლით შეეფარდა მას პატიმრობა. რაც შეეხება  შერჩევით სამართალს, არ მგონია, რომ ეს სწორი მიდგომაა საკითხისადმი, იმიტომ რომ თქვენ ნახეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური. ჩვენ თანაბრად ვუდგებით, განურჩევლად იმისა, ვისი მხრიდან არის ჩადენილი დანაშაული, მათ შორის სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ ოპოზიციის მხარდამჭერზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით. არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ როგორი მიდგომაც გვქონდა საქმეების  მიმართ, ეს საზოგადოებამ კარგად დაინახა. სხვათა შორის, გუშინ ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გახმაურებულ თავდასხმაზე, რომელიც  ახალქალაქში განხორციელდა, თითქოს სამინისტროს რეაგირება არ ჰქონდა. არ ვიცი ახლა, ეს რისკენ იყო მიმართული, თუმცა, დაახლოებით თვენახევრის წინ, 5 პირის მიმართ არის სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული - მათ შორის  უმრავლესობის მოქმედი დეპუტატის ოჯახის წევრების მიმართ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner