logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: ქალი პოლიციელების ბავშვებთან შედარება სირცხვილია
- +

20 დეკემბერი. 2018. 18:27

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნინო წილოსანის თქმით, პოლიციელი თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის ქალები თავიანთ საქმეს პროფესიონალურად ასრულებენ.

ამის შესახებ წილოსანმა გურჯაანში საზოგადოებრივი წესრიგის დამცველ პოლიციელ ქალებთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებების კომენტირებისას განაცხადა.

 

„პოლიციელი თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის ქალები ისევე პროფესიონალურად აკეთებენ თავიანთ საქმეს, როგორც კაცები. უბრალოდ, სირცხვილია ქალი პოლიციელების შედარება ბავშვებთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას პოლიტიკოსი აკეთებს. როგორც თავად ეს შეფასება, ისე პოლიციელი ქალებისთვის ყვავილების მირთმევა მათი საქმიანობის უპატივცემულობაა და ამას ვერც პოლიტიკური და ვერც სხვა მიზნები ვერ ამართლებს. ქალი პოლიციელები ისევე ეფექტიანად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას საზოგადოებრივი მართლწესრიგის დასაცავად, როგორც მათი კაცი კოლეგები“, - განაცხადა წილოსანმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner