logo_geo
eng_logo
პრეზიდენტი გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 28 წლისთავს ულოცავს
- +

20 დეკემბერი. 2018. 18:39

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 28 წლისთავს ულოცავს.

 

„დღეს შესრულდა 28 წელი საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსებიდან. ვულოცავ ამ დღეს გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს! სწორედ ეროვნული გვარდიაა ის მტკიცე საფუძველი, რაზეც დგას საქართველოს შეიარაღებული ძალები. ეროვნული გვარდია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას ინახავს. ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში ჩვენი ჯარისკაცები თავდაუზოგავად იბრძოდნენ. პატივს მივაგებ მათ ნათელ ხსოვნას, ვინც თავი გაწირა ქვეყნის ერთიანობისათვის. მადლიერებას გამოვხატავ მათ მიმართ, ვინც ღირსეულად იდგა ბრძოლის ველზე. პროფესიონალიზმი და სამხედრო ფიცის ერთგულება აძლიერებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner