logo_geo
eng_logo
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს!
- +

20 დეკემბერი. 2018. 21:44

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„გრიპის სეზონის დადგომისთანავე, დედაქალაქში საგრძნობლად იმატა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახებების რიცხვმა, რომლის დიდი ნაწილი სწორედ გრიპის ვირუსით დაავადებულ პაციენტებს ეკუთვნის.

 

იმის მიუხედავად, რომ ცენტრის ექიმები  თითოეულ ასეთ პაციენტს ემსახურებიან, გვინდა განვმარტოთ, რომ გართულებების თავიდან ასაცილებლად დაავადებას ესაჭიროება ამბულატორიული მკურნალობა.

 

შესაბამისად, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, მიმართონ ოჯახის ექიმს, რათა არ გაურთულდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვირუსის გართულების თავიდან ასაცილებლად, პირველივე დღეებიდან ჩაიტარონ  შესაბამისი მკურნალობის ამბულატორიული კურსი“, - ნათქვამია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner