ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:
„რას დაგვამსგავსეს! რაებზე ვწერთ და ვდაობთ! არა და, დღეს, ახალგაზრდა პრემიერ-მინიტრს ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა! ისიც ნიშანდობლივი იყო, რომ წლის ანგარიშით, პირველ რიგში, საზოგადოების წინაშე წარსდგა! პრიორიტეტი და გაზრდილი ბიუჯეტი - განათლებას! სწორედ იმ განათლებას, რომელსაც 9 წელი ებრძოდნენ, ხურავდნენ კათედრებს, ავიწროებდნენ პროფესორ- მასწავლებლებს, ხელფასებს არ უზრდიდნენ აღმზრდელებს. ებრძოდნენ განათლებას იმ ქვეყანაში, სადაც სიტყვა განათლებული- ღირსების ტოლფასია და სადაც გელათის და იყალთოს აკადემიებია მე-11 საუკუნის ისტორიულ ძეგლებში.
ჰო და, ჩვენ გადავრჩებით და ჩვენ გვექნება ძალიან მაგარი ქვეყანა! მიუხედავად იმისა, უნდათ თუ არ უნდათ ეს ქვეყნის და ქართული სახელმწიფოებრიობის მტრად ქცეულ პოლიტიკურ გვამებს!“ - წერს ხოფერია.