logo_geo
eng_logo
სიმონ კილაძე: მატყუარა ჟურნალისტები...
- +

21 დეკემბერი. 2018. 01:35

 

ანალიტიკოსი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„მატყუარა ჟურნალისტები... თურმე „შპიგელშიც“ მუშაობენ:

 

გერმანულმა ჟურნალმა „შპიგელმა“ თავისი ერთ-ერთი პოპულარული და სახელგანთქმული ავტორი, მრავალი ჟურნალისტური პრემიის მფლობელი კლაას რელოტიუსი სამსახურიდან გაათავისუფლა... ტყუილების (ფეიკების) გავრცელების გამო.

 

რედაქციის შიდა გამოკვლევის დროს კლაასმა აღიარა, რომ უამრავი ტყუილი აქვს მოგონილი და გამოყენებული თავის სტატიებში.

 

დღეს „შპიგელმა“ სარედაქციო სტატიაში განაცხადა, რომ კლაას რელოტიუსი სტატიებს „გრანდიოზული მასშტაბით“ აყალბებდა, თვითონ იგონებდა გმირებს და თხზავდა ისტორიებს, რომლებსაც სინამდვილედ ასაღებდა.

---------

ცნობისათვის: „შპიგელი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჟურნალია. დაარსებულია 1947 წელს. ტირაჟი - 725 ათასი ეგზ.

 

წყარო: https://www.bbc.com/russian/news-46628730 „ - წერს კილაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner