ამერიკაში, ჯორჯიას შტატის ქალაქ ატლანტაში მცირე ზომის თვითმფრინავი „Cessna 560“ ფეხბურთის მოედანზე ჩამოვარდა.
სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ოთხი ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სამმართველოში განაცხადეს, რომ თვითმფრინავი ფულტონის აეროდრომზე აფრინდა და მემფისში მიემართებოდა.
სააგენტოს ინფორმაციით, თვითმფრინავი კომპანია „Chen Aircrafts“-ს ეკუთვნოდა.