logo_geo
eng_logo
სასამართლომ ველისციხესთან ინციდენტში მონაწილე ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
- +

21 დეკემბერი. 2018. 13:43

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ველისციხესთან ინციდენტში მონაწილე ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

 

დაკავებულების ადვოკატმა მაგული ღვალაძემ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

 

გოჩა მაისურაძეს და მამუკა უსენაშვილს 20 დეკემბერს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner