პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საკანონმდებლო ორგანოში მოხსენება სიღრმისეული ანალიზით წარადგინა. როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ოპოზიციის მხრიდან ადგილი პოლიტიკურ სპეკულაციებს ჰქონდა.
„ამას პოლიტიკურ დებატებს ვერ დავარქმევდი, თუმცა საზოგადოებას გამოსვლაზე ნათელი სურათი მაინც ჩამოყალიბდა. მინდა, მადლობა ვუთხრა არა მხოლოდ შს მინისტრს, არამედ თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ძალოვან სისტემაშია დასაქმებული“, – აღნიშნა ვოლსკიმ.