logo_geo
eng_logo
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
- +

21 დეკემბერი. 2018. 23:09

 

 

„თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 22 დეკემბერს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

 

საბურთალოს რაიონი – 01:00-დან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, მიცკევიჩის, შმიდტის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

ვაკის რაიონი – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარუხის გმირების და მცხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

კრწანისის რაიონი – 12:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

 

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner