კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებებმა არასწორად და სრულიად დაუშვებელ კონტექსტში გაავრცელეს ჩემი დღევანდელი განცხადება. ნინო ანანიაშვილი არის მსოფლიო დონის პრიმა-ბალერინა და მისი, როგორც პროფესიონალის მოღვაწეობა ქართული ბალეტისთვის უდაოდ მნიშვნელოვანი და წარმატებულია. მე ვისაუბრე ქალბატონი ნინოს მეუღლე გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე, რომელშიც ის დღევანდელ ხელისუფლებას კრიმინალურს უწოდებს და დამხობისაკენ მოუწოდებს მოსახლეობას! ამ დროს ქალბატონი ნინო არის საბალეტო დასის ხელმძღვანელი, იმ საბალეტო დასის, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკისგან ისევე, როგორც ხელოვნების და კულტურის ყველა ორგანიზაცია“, - წერს ოქიტაშვილი.