logo_geo
eng_logo
11 თვის განმავლობაში, გენერალურმა ინსპექციამ დისციპლინური სახდელი შსს-ს 1 382 თანამშრომელს დააკისრა
- +

24 დეკემბერი. 2018. 11:52

 

2018 წლის 11 თვის განმავლობაში, დისციპლინური სახდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 382 თანამშრომელს დაეკისრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, 128 შემთხვევაში დისციპლინური სახდელი სამსახურიდან დათხოვნას გულისხმობდა.

 

როგორც შსს-დან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2018 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით გენერალური ინსპექციის მიერ შს სამინისტროს თანამშრომლებს დაეკისრათ 1382 დისციპლინური სახდელი, კერძოდ: შენიშვნა - 601, საყვედური - 311, სასტიკი საყვედური - 334, თანამდებობიდან ჩამოქვეითება - 8, სამსახურიდან დათხოვნა - 128.

 

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში დისციპლინური სახდელის ნაცვლად გაიცა 312 სარეკომენდაციო ბარათი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner