2018 წლის 11 თვის განმავლობაში, დისციპლინური სახდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 382 თანამშრომელს დაეკისრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, 128 შემთხვევაში დისციპლინური სახდელი სამსახურიდან დათხოვნას გულისხმობდა.
როგორც შსს-დან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2018 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით გენერალური ინსპექციის მიერ შს სამინისტროს თანამშრომლებს დაეკისრათ 1382 დისციპლინური სახდელი, კერძოდ: შენიშვნა - 601, საყვედური - 311, სასტიკი საყვედური - 334, თანამდებობიდან ჩამოქვეითება - 8, სამსახურიდან დათხოვნა - 128.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში დისციპლინური სახდელის ნაცვლად გაიცა 312 სარეკომენდაციო ბარათი.