„რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ხურვალეთთან დაკავებული ადგილობრივი ოთარ სამნიაშვილი გაათავისუფლეს“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს.
სამნიაშვილი გუშინ დააკავეს. ამოქმედებული იყო „ცხელი ხაზი“ და მომხდართან დაკავშირებით მოხდა ევროკავშირის მისიის ინფორმირება.
ოკუპანტები ოთარ სამნიაშვილს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდნენ.