თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშს ისმენენ. საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მერის მიერ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის ჩაბარება მნიშვნელოვანი მოვლენაა თვითმმართველობის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის.
„ანგარიში, რომელსაც დედაქალაქის მერი წარადგენს, თბილისში განხორციელებულ იმ მასშტაბურ ღონისძიებებს მოიცავს, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესრულდა. საკრებულოს წევრებს მოვუწოდებ, ყურადღებით მოვისმინოთ ანგარიში. დარწმუნებული ვარ, იქნება საინტერესო მოსაზრებები, ვიქნებით საქმეზე ორიენტირებული და გვექნება საგნობრივი განხილვა,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე განიხილება ასევე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი და 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები.