„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის მიერ პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს დაბარების საკითხს, რომლებმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს, გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან. აღნიშნული ფაქტი მიეკუთვნება იმ იშვიათ მოვლენას, როდესაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იძულებული გახდა გაეკეთებინა ახსნა-განმარტება მოსამართლეების გამწესების წესსა და პროცედურებთან დაკავშირებით.
ზემოხსენებულ მოვლენებს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, „საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებას. ამ საკითხს პარლამენტი მიუბრუნდება საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, რათა უზრუნველყოფილი იქნეს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის დროული შევსება მაღალკვალიფიციური კადრებით“.
„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქცია მიესალმება პარლამენტის თავჯდომარის განცხადებას. როგორც ფრაქციაში აცხადებენ, აღნიშნული საკითხი ფრაქციის პრიორიტეტული თემაა და მუდმივ რეჟიმში გააგრძელებენ საკითხის დეტალურ მონიტორინგს.