Xiaomi-მ ახალი მობილური ბრაუზერი Mint-ი გამოუშვა. პროდუქტის უპირატესობა მისი მცირე ზომა და მუშაობის სისწრაფეა. ამის შესახებ Android Police-ი წერს.
ამ უპირატესობის გარდა Mint Browser-ი მარტივი ინტერფეისითაც გამოირჩევა. სასურველ ვებგვერდებზე სწრაფი წვდომა პირდაპირ მთავარი გვერდიდან არის შესაძლებელი.
Xiaomi Mint Browser-ს ღამის რეჟიმიც აქვს, რომელიც აკუმულატორის დაზოგვის ერთგავრ შესაძლებლობას იძლევა.
ბრაუზერი Android მოწყობილობებზეა ორიენტირებული. აპლიკაციის ჩამოწერა Google Play-დან უკვე შესაძლებელია.