ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვეთანხმები ძმაო მე ამ ქალს... კი არადა... იმას, რა ქვია... რაც არის ნუ... აბა, 100 წლის წინანდელი წიგნი რად უნდათ ბავშვებს? თავად ბაია პატარაიას დავაწერინოთ ახალი წიგნი! გოგებაშვილი რომ ძალიან მოძველებულია, იქიდანაც ჩანს, რომ მის წიგნს ჰქვია „დედა - ენა“. რაც საფუძველშივე არის ქალთა პოზიტიური დისკრიმინაცია და არღვევს გენდერული თანასწორობის პრინციპს! ბავშვის აღზრდაში ხომ მამამაც არანაკლები მონაწილეობა უნდა მიიღოს?!
რატომ ვუმახვილებთ ბავშვებს ყურადღებას იმთავითვე მხოლოდ დედაზე??? ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ, რომ მხოლოდ დედას არ მოთხვონ ყველაფერი და პასუხისმგებლობა მამასაც გაუნაწილონ!
ამიტომ, მე მოვითხოვ, ახალ წიგნს, რომლითაც ბავშვებს პირველ კლასში ასწავლიან დაერქვას - „დედ - მამა - ენა“!!!!“ - წერს სვანიძე.