logo_geo
eng_logo
პოლიციამ ბათუმში 9 სავაჭრო ობიექტზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

27 დეკემბერი. 2018. 10:28

 

პოლიციამ ბათუმში 9 სავაჭრო ობიექტზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული ბ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება-განადგურებაში ედება ბრალი.

 

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 აგვისტოს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, რამდენიმე სავაჭრო ობიექტს ცეცხლი განზრახ გაუჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხანძრის შედეგად დაიწვა 9 სავაჭრო ობიექტი, ზარალის საერთო ოდენობამ კი მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

 

 

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მან გამოკითხვისას, ასევე, აღიარა, რომ 30 აგვისტოს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ხანძარი განზრახ გააჩინა.

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

 

გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner