logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მალე გავიგებთ, ვინ დაიკავებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას
- +

27 დეკემბერი. 2018. 21:28

 

 

„ეს არის გუნდის მიერ გადასაწყვეტი, აქედან გამომდინარე, ჩემი მხრიდან ერთპიროვნული განცხადების გაკეთება არ იქნებასწორი“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას, ვინ მოიაზრება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე და შესაძლოა თუ არა, აღნიშნული პოსტი ანრი ოხანაშვილმა დაიკავოს.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება უახლოეს მომავალში მიიღებს.

 

კითხვაზე - როგორც ერთი დეპუტატი,  ისურვებდა თუ არა გედევან ფოფხაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ,პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით, სუბიექტურ პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებს, რაცგუნდი პოზიციაზე ჩამოყალიბდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner