logo_geo
eng_logo
თამარ ხულორდავა: სამარცხვინოა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიღებული გადაწყვეტილება!
- +

27 დეკემბერი. 2018. 21:30

 

 

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თამარ ხულორდავა სოციალურ ქსელში წერს:

 

„სამარცხვინოა მურუსიძის უვადოდ განწესების თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღეს მიღებული გადაწყვეტილება. ამ ადამიანს რომ სინდისი ქონდეს, თვითონ გაეცლებოდა სასამართლოს, რადგან აშკარაა, რომ მისი შელახული რეპუტაცია აზიანებს ისედაც სუსტი რეპუტაციის მქონე სასამართლო ხელისუფლებას. გამკვირვებია მისიც და იუსტიციის საბჭოს წევრებისაც, რომელთაც მისი მხარდაჭერით ომი გამოუცხადეს საზოგადოებას. ამით სამაგიერო გადაგვიხადეს ჩვენ, ყველას, ვინც ვიმუშავეთ იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოს წევრების წარმოდგენილ სიაზე არ დაწყებულიყო მსჯელობა. ყოჩაღ!“ - წერს ხულორდავა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner