logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია თანამდებობას ტოვებს
- +

27 დეკემბერი. 2018. 22:59

 

 

 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, თანამდებობიდან წასვლის თაობაზე მისი განცხადება ბიუროს შემდეგ სხდომას წარედგინება.

 

ჟურნალისტებთან საუბარში ბესელია აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან დარჩენილია ფორმალური საკითხების მოგვარება, რამდენიმე საკითხი დასამთავრებელია და ათეულობით კანონპროექტი ხელმოსაწერია.

 

„დავილაპარაკებთ და შევჯერდებით კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ვინ შეასრულებს, რადგან პროცესს ბოლომდე მიყვანა სჭირდება, რომ კომიტეტის მუშაობას პრობლემა არ შეექმნას”, – აღნიშნა ბესელიამ.

 

ეკა ბესელიამ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გაუმართლებელი პროცესი შეჩერდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner