ბომბის შესახებ მიღებული ინფორმაციის გამო, სტრასბურგის რკინიგზის სადგურიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
-
+
28 დეკემბერი. 2018. 01:19
ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ მიღებული ინფორმაციის გამო, სტრასბურგის რკინიგზის სადგურიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიას ათვალიერებენ.
ბომბის არსებობის ფაქტი ჯერ არ დასტურდება.