გამთენიისას სამგორის ყოფილი გამგებლის, მამუკა ჩოქურის მანქანა დაიწვა. ტოიოტას მარკის ავტომობილი სრულად დაიწვა, მიზეზი უცნობია. შემთხვევა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კვერნაძის ქუჩაზე, ყოფილი გამგებლის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.
„ნამდვილად ვერ გეტყვით მიზეზს დილით დაიწვა ექვსის ნახევარზე. არ ვიცი იყვნენ ექსპერტ კრიმინალისტები და დაადგენენ ,“ – ამბობს ჩოქური.
მამუკა ჩოქური ექსპერტ კრიმინალისტებმა გამოკითხეს და დაწყებულია გამოძიება.