logo_geo
eng_logo
სამინისტროში შესულ წერილში ასახული ფაქტები ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით, შესწავლისას დადასტურდა
- +

29 დეკემბერი. 2018. 00:26

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენისას, გიორგი ქოჩიშვილმა ყურადღება გაამახვილა  სამეურვეო საბჭოზე, რომლებმაც სამინისტროს დაუდასტურა, რომ დარღვევი, რომლებიც დაფიქსირდა, გამოასწორებენ.

 

„ინსპექტირების სამსახურის დასკვნის მიღების შემდგომ სკოლის სამეურვეო საბჭომ იმსჯელა და დაეთანხმა სამინისტროს მიერ მომზადებულ ანგარიშს დარღვევებისა და გადაცდომების შესახებ, თუმცა დირექტორს შეუნარჩუნა თანამდებობა. ყველა დარღვევის შესახებ სამეურვეო საბჭო წერს, რომ ხარვეზი გასწორდება, ან გასწორების პროცესშია. ცალკეულ შემთხვევებში კი მინიშნებულია, რომ ეკონომიკური ტერმინი ვერ იყო სწორად გაგებული...“- გაცხადა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა.

 

პირველ რიგში, მან ახსნა თუ რის საფუძველზე ხდება სკოლებში  ინსპექტირება. მისი განმარტებით, ინსპექტირების დაწყებასთან დაკავშირებით ბრძანების გამოცემის საფუძველი ხდება მოქალაქეებისა ან სხვადასხვა ორგანიზაციის განცხადებები შესაძლო დარღვევების არსებობაზე და მათ სიმძიმეზე, მაგალითად, თუ განცხადებებში მითითებულია ისეთი საკითხები, რომლებიც  დროში სწრაფ რეაგირებას საჭიროებენ  - ფართის/ქონების განკარგვა უკანონოდ, სკოლის მიერ ქონების მესამე პირებზე უკანონოდ გადაცემა - რეაგირება ხორციელდება უსწრაფესად, რეალურად, მეორე დღესვე.

 

 

ქოჩიშვილის თქმით, ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით, სწორედ ამ ტიპის დარღვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია სამინისტრომ და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ წერილი არ იყო ანონიმური და მასში აღწერილი ფაქტები სკოლის შემოწმებისას დადასტურდა კიდეც.  სამინისტროში შესული წერილის შინაარსიდან გამომდინარე, შესწავლის არ-დაწყება სამინისტროს მხრიდან იქნებოდა დანაშაული.

 

 

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სწორედ ინსპექტირების შემდეგ დაიწყო სკოლამ წლების განმავლობაში არსებულ დარღვევებზე ზრუნვა და  სწორედ ჩატარებულმა შესწავლამ მოიტანა ის პოზიტიური შედეგი, რომ დღეის მდგომარეობით, სკოლაში დარღვევები, ფაქტობრივად, აღმოფხვრილია.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner