საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ქოჩიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ შედეგებზე, რომელიც ინსპექტირების შედეგად სკოლაში განხორცილდა, კერძოდ იმაზე, რომ სწორედ სამინისტროს მიერ განხორციელებულმა შესწავლამ მოიტანა შედეგი და ზუგდიდის მე-6 სკოლამ დარღვევების აღმოფხვრის შესახებ სამინისტროს წერილი თავად გაუგზავნა.
„სკოლის ადმინისტრაციას ყოველთვის ეძლევა გამოსწორების შესაძლებლობა“ - განაცხადა ქოჩიშვილმა.
ინსპექტირების დასკვნაში მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით სკოლამ სამინისტროს გამოუგზავნა ანგარიში, სადაც ფაქტობრივად აღიარებულია ყველა დარღვევა და აღწერილია სკოლაში გატარებული ღონისძიებები:
სკოლის სარგებლობაში არსებული ტუალეტები და სველი წერტილები (ეზოს ტერიტორიაზე და შენობის პირველ სართულზე (შენობის შიგნით) მთლიანად დასუფთავებულია და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების სრული დაცვით. ჩატარებულია შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები. კაბინებში შეტანილია საპონი და ტუალეტის ქაღალდი. ყველა კაბინაში განთავსებულია ურნები, ხელსაბანი ნიჟარები მოყვანილია წესრიგში. სკოლის მიერ იჯარის წესით გადაცემულ ფართებზე გაფორმებულია ხელშეკრულებები(ასლები თან ახლავს). შესაბამისი ინფორმაცია მიწოდებულია საქართველოს ქონების ეროვნული სააგენტოსთვის. მოგების დეკლარაციები დაზუსტებულია. შესაბამისი თანხებიც გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, სკოლის შესყიდვებში სრულად იქნება გათვალისწინებული შენიშვნები. ინტერესთა კონფლიქტის შესახებ შესაბამისი ოქმების გაკეთება უკვე დაწყებულია 2018 წლის დეკემბრის თვიდან. შედგენილია ადმინისტრაციის თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის ტაბელი. 2018 წლიდან მასწავლებელთა და მოსწავლეთა გადაცდომები განხილულია დისციპლინური კომიტეტის მიერ.