შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა „112“-მა 2018 წლის ანგარიში წარმოადგინა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა და სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელები დაესწრნენ. ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ „112“-ის პარტნიორი ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
„112“-ის დირექტორმა ნიკა გელაშვილმა ცენტრის 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა და შეხვედრის მონაწილეებს განხორციელებული პროექტების, ღონისძიებებისა და კამპანიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ღონისძიების ბოლოს 2019 წელს „112“-ის მიერ დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების და ინიციატივების პრეზენტაცია გაიმართა.