logo_geo
eng_logo
შსს-მ „112“-მა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
- +

29 დეკემბერი. 2018. 13:35

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა „112“-მა 2018 წლის ანგარიში წარმოადგინა. ღონისძიებას  მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა და სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელები დაესწრნენ. ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ „112“-ის პარტნიორი ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 

„112“-ის დირექტორმა ნიკა გელაშვილმა ცენტრის 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა და შეხვედრის მონაწილეებს განხორციელებული პროექტების, ღონისძიებებისა და კამპანიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ღონისძიების ბოლოს 2019 წელს „112“-ის მიერ დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების და ინიციატივების პრეზენტაცია გაიმართა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner