აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ-მ სირიიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო.
„აშშ განაგრძობს კამპანიას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ და მაქსიმალურ ძალისხმევას გამოიყენებს ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა პომპეომ ტელეარხ „Newsmax“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მაიკ პომპეომ არ დააზუსტა, თუ რა ვადაში მოხდება სირიიდან ამერიკული შენაერთების გაყვანა.
„ვერ მოგაწოდებთ ინფორმაციას ჯარების გაყვანის ვადებზე. არ მინდა, მოწინააღმდეგეებმა იცოდნენ, თუ როდის დავტოვებთ სირიას“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა სირიაში რელიგიური უმცირესობების დაცვის მნიშვნელობა და რომ დაუშვებელია თურქულ და ქურთულ ძალებს შორის შეტაკება.