logo_geo
eng_logo
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
- +

4 იანვარი. 2019. 14:35

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე - 1997 წელს დაბადებული მ.კ. სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. პოლიციამ დაკავებულისგან ნივთმტკიცებად  13 შეკვრად დაფასოებული, 600 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

 

ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ა.ა.. იგი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმის პარკში შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 480 აბი „ექსტაზი“ ამოიღო.

 

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი - 1975 წელს დაბადებული მ.რ. დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - “ბუპრენორფინის” შემცველი 130 აბი „სუბოტექსი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner