განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ჩანს, გაუმჯობესდა.
გიორგაძის თურქ ექიმებთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში მისი მეგობარი კახა კანდელაკი ავრცელებს.
მიხეილ გიორგაძე 17 ნოემბერს, კახეთში ავარიაში მოყვა. მას მრავლობითი მოტეხილობა და მძიმე დაზიანებები ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
მიხეილ გიორგაძე თბილისიდან თურქეთში სამკურნალოდ 21 ნოემბერს გადაიყვანეს.