NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა DPA-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს თებერვლამდე „ბოლო შანსი“ დარჩა, საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების შესრულებას დაუბრუნდეს.
„არ დავიწყებ ვარაუდს, რეალურია თუ არა, რომ რუსეთი შეთანხმების შესრულებას დაუბრუნდება. მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთს ბოლო შანსი აქვს. თუ რუსეთი შეთანხმების შესრულებას არ დაუბრუნდება, დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, რადგან შეთანხმება ჩამოიშლება“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, რუსეთს 4 თებერვლამდე აქვს დრო, რომ საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების შესახებ შეთანხმების შესრულებას დაუბრუნდეს.