logo_geo
eng_logo
ბუდაპეშტში მოქალაქეები „მონურ კანონს“ აპროტესტებენ
- +

6 იანვარი. 2019. 00:10

 

 

უნგრეთის დედაქალაქში მოქალაქეებმა დემონსტრაცია გამართეს. ისინი „მონურ კანონს“ ანუ ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებით მიღებულ კანონს აპროტესტებენ. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

 

როგორც წინა კვირების განმავლობაში ჩატარებული აქციები, დღევანდელი მარშიც ოპოზიციის, პროფკავშირებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული.

 

კანონს, რომელიც უნგრეთის პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში მიიღო, მონური ეწოდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კანონი დამსაქმებელს უფლებას აძლევს დასაქმებულს წლის განმავლობაში 400 საათით მეტი ამუშაოს. ეს ნიშნავს, რომ დასაქმებულს შესაძლოა დღიურად ზედმეტად 2 საათით მუშაობა, ან დამატებით მეექვსე დღეს მუშაობა მოსთხოვონ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner