logo_geo
eng_logo
მეუფე შიო: საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს
- +

6 იანვარი. 2019. 14:31

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს განცხადებით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო საკუთარ პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს.

 

„სინოდმა გამოთქვა თავისი პოზიცია. გავეცნობით ტომოსის ტექსტს და შემდეგ იქნება განცხადება. ჯერ ვერ მოგახსენებთ, როდის იქნება ამ საკითხის განხილვა“,- განაცხადა მეუფე შიომ.

 

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა. ცერემონია სტამბოლში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner