logo_geo
eng_logo
მეუფე შიო: ჩვენ ვცხოვრობთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ უფლისთვის, მოყვასისთვის, ჩვენი წინაპრებისა და ერისთვის
- +

6 იანვარი. 2019. 15:25

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრე მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას შობის დღესასწაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დღე ერთგვარად არის წინაპრების მოხსენიების დღე.

 

„გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის უფალი იესოს ქრისტეშობის წმინდა კვირა. ეს დღე ეკუთვნის უფალი იესო ქრისტეს წინაპრების მოხსენიებას. ჩვენ მის წინაპრებს ვიხსენიებთ. ეს არის ოჯახი მისი. სახარებაშიც და პავლე მოციქულის ეპისტოლეშიც იყვნენ იესო ქრისტეს წინაპრები მოხსენიებული. მათ შორის იყვნენ დიდი წმინდანებიც, რიგითი ადამიანებიც და ცოდვილნიც, რომლებიც ებრძოდნენ ცოდვას. ამ ჭიდილის დროს მაინც არ ივიწყებდნენ უფალს.

ეს საოცარი განწყობა ჩვენს თავზეც უნდა გადმოვიტანოთ. როდესაც ვართ ყველაზე რთულ დღეებში, როდესაც ვცოდავთ, ვამბობთ კი ასე - „შემიწყალე უფალო?“. რაც არ უნდა დაცემული ვიყოთ, მაინც ღვთისანი ვართ ჩვენ.

სახარებიდან გამომდინარე ჩვენს წინაპრებზეც უნდა ვიფიქროთ. როგორც იესო ქრისტემ გაამართლა თავისი წინაპრები, ასევე ჩვენც ვეკუთვნით ჩვენს წინაპრებს და სანათესაოს, მათი გაგრძელება ვართ. ჩვენ შეიძლება ან გავამართლოთ ჩვენი წინაპრები ან დავამწუხროთ და ამაო გავხადოთ მათი ცხოვრება. ასე რომ, ამაზეც ვიფიქროთ. ჩვენ ვცხოვრობთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ უფლისთვის, მოყვასისთვის, ჩვენი წინაპრებისა და ერისთვის“, - განაცხადა მეუფე შიომ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner