პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა, რომ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სამების ტაძარში 23:00 საათზე მიბრძანდება.
„მისი უწმინდესობა 23:00 საათზე მიბრძანდება სამებაში, წაიკითხება საშობაო ეპისტოლე და დაიწყება საშობაო მსახურება“, - განაცხადა მეუფე შიომ.
მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდება.