საქართველოში ცოტა ხნის წინ მიწისძვრა მოხდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3. 5 მაგნიტუდა შეადგინა.
ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.