„ყველას გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, განსაკუთრებით ჩვენს თანამემამულეებს, მათ, ვინც უცხოეთში ცხოვრობს, ვინც ამ დღესასწაულის ღამეს ჩვენი ქვეყნის სამსახურში ატარებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრო.
გიორგი ქობულიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა საშობაო ეპისტოლეში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სახელობო განათლების განვითარებაზე.
სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსახურება ჩაატარა. წირვის დაწყებამდე მრევლმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინეს.