საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ალილოს მონაწილეებს საჩუქრები გადასცა.
„გილოცავთ ყველას შობის დღესასწაულს. მე ვარ ძალიან მოხარული, რომ პირველად ამ სასახლესთან გამოიარა ალილომ და მგონი, რომ ეს არის ძალიან სასიხარულო ამბავი, ლამაზი ტრადიცია. ყველას გილოცავთ ქრისტეშობის დღეს და დღესასწაულს. მისი მადლი ფარავდეს ყველა ოჯახს და სრულიად საქართველოს და თქვენ, ჟურნალისტებს პირადად, ვინც დიდხანს, ზოგჯერ სიცივეში მელოდებით, თქვენც გილოცავთ და გისურვებთ, ბედნიერი იყოს ეს შობის დღე თქვენთვის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.