საშობაო ალილოს მონაწილეებმა მსვლელობა სამების ტაძარში დაასრულეს. ცოტა ხანში სამების ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი აღევლინება.
ალილოს მონაწილეების მიერ გზადაგზა შეგროვებული ტკბილეული და საჩუქრები სამების ტაძარში მოგროვდება, რის შემდეგაც მათ ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.